Friday, March 10, 2017

ინტელის პროექტი

ჩვენი პლანეტა... ჩვენი გარემო... ჩვენი პასუხისმგებლობა...



კურსის რეფლექსია

ინტელის კურსის "პროექტებით სწავლების" ფარგლებში   შევქმენით ელექტრონული პორტფოლიოები,  მოვამზადეთ პუბლიკაცია სასწავლო პროექტის თემაზე, მოვახდინეთ სტანდარტებისა და 21-ე საუკუნის უნარების სინთეზი და შევიმუშავეთ სასწავლო პროექტის მიზანი, მოვახდინეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება, დავწერეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები.გამოვიყენეთ  შეფასების სხვადასხვა მეთოდები, რომლის საშუალებითაც შევქმენით დროში გაწერილი შეფასების გეგმა. მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით შევიმუშავეთ შეფასების ფორმები და რუბრიკები. ვიმუშავეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომზე და მოვამზადეთ პრეზენტაცია, როგორც მასწავლებლის ისე მოსწავლის,  ვისაუბრეთ ინტერნეტკავშირებზე, კოლაბორაციაზე, კომუნიკაციაზე, ფაილების გაზიარებაზე, კვლევითი ფორმების შექმნაზე. საავტორო უფლებების დაცვასა და ეთიკურ ნორმებზე. ვიმუშავეთ ასევე ფასილიტაციის მასალაზე. კურსი ძალიან საინტერესო იყო, რომელმაც ბევრი რამ გვასწავლა. 

Sunday, February 26, 2017

მეხუთე დღის რეფლექსია

განვიხილეთ ინტერნეტ კავშირები . გავეცანით საავტორო უფლებებს და ეთნიკური სამართლებრივი ნორმების დაცვას. ვისწავლეთ ფაილების და საქაღალდეების  გაზიარება. ვიმუშავეთ ელოქტრონულ ფოსტაზე, ჩატში, შევქმენით კვლევითი ფორმები და გადავუგზავნეთ ერთმანეთს.

Saturday, February 25, 2017

მეოთხე დღის რეფლექსია

განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა სტრატეგიები და მეთოდები. შევადგინეთ შეფასების გეგმის ჩარჩო. განვსაზღვრეთ მეთოდები მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად. შევქმენით სასწავლო პროექტის პრეზენტაცია.

მესამე დღის რეფლექსია

შევიმუშავეთ მიზნები და სტანდარტები, ასევე სევიმუშავეთ ზოგადი თემატური და შინაარსობრივი კითხვების ფორმულირება

Sunday, February 12, 2017

მეორე დღის რეფლექსია

გავეცანით პროექტის მოთხოვნებს. შევქმენით ელექტრონული პორტფოლიოები. განვიხილეთ სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვა. მოვიფიქრეთ პროექტის თემა. ვიმუშავეთ ბროშურის და გაზეთის შექმნაზე.