Friday, March 10, 2017

ინტელის პროექტი

ჩვენი პლანეტა... ჩვენი გარემო... ჩვენი პასუხისმგებლობა...



კურსის რეფლექსია

ინტელის კურსის "პროექტებით სწავლების" ფარგლებში   შევქმენით ელექტრონული პორტფოლიოები,  მოვამზადეთ პუბლიკაცია სასწავლო პროექტის თემაზე, მოვახდინეთ სტანდარტებისა და 21-ე საუკუნის უნარების სინთეზი და შევიმუშავეთ სასწავლო პროექტის მიზანი, მოვახდინეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება, დავწერეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები.გამოვიყენეთ  შეფასების სხვადასხვა მეთოდები, რომლის საშუალებითაც შევქმენით დროში გაწერილი შეფასების გეგმა. მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით შევიმუშავეთ შეფასების ფორმები და რუბრიკები. ვიმუშავეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომზე და მოვამზადეთ პრეზენტაცია, როგორც მასწავლებლის ისე მოსწავლის,  ვისაუბრეთ ინტერნეტკავშირებზე, კოლაბორაციაზე, კომუნიკაციაზე, ფაილების გაზიარებაზე, კვლევითი ფორმების შექმნაზე. საავტორო უფლებების დაცვასა და ეთიკურ ნორმებზე. ვიმუშავეთ ასევე ფასილიტაციის მასალაზე. კურსი ძალიან საინტერესო იყო, რომელმაც ბევრი რამ გვასწავლა.